„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს

ქართველმა ბარისტამ, სოფი დარბაიძემ, „დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა და „დანკინის“ ქართულ წარმომადგენლობას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული აღიარება მოუტანა. სოფიმ ხარისხიანი ყავის მომზადების შედეგად რამოდენიმე ეტაპზე მოიპოვა გამარჯვება და უკან ევროპის ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა, როგორიცაა გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, შვეიცარია, ესპანეთი და სხვა.

„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები ყავის გემოვნური თვისებების და დამზადების ტექნიკის მიხედვით გამოავლინეს. კონკურსანტები „ლატე არტის“ გამორჩეული ტექნიკით და საკუთარი რეცეპტით შექმნილი ინოვაციური ცივი და ცხელი ყავის დამზადებისთვის გამოარჩიეს. სოფი დარბაიძის მომზადებული ლატე პიტნითა და ბანანით და ცხელი ყავა „ნუტელათი“ და ბანანით, საუკეთესო აღმოჩნდა და პირველი ადგილი და საუკეთესო ბარისტას ტიტული არგუნა ქართველ ბარისტას.

სოფი დარბაიძე 8 წელია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელია. მისი პირველი სტუდენტური სამსახური „ვენდის“ ამერიკული რესტორანი იყო. მეგობრულმა და გუნდურმა სამუშაო გარემომ, სადაც თანამშრომლის მოტივაცია და პროფესიული განვითარება ძირითადი საზრუნავია, განაპირობა, რომ მან „დანკინში“ გააგრძელა პროფესიული კარიერა. დღეს ის „დანკინის“ ერთ-ერთი რესტორნის ხელმძღვანელია და საუკეთესო ბარისტაა უკვე საერთაშორისო დონეზე.

„რთული იყო დაჯერება, როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს. ყველა „დანკინის’ ქართულ წარმომადგენლობაზე საუბრობდა, რომელმაც მოკლე დროში ქვეყანაში „დანკინის“ ფართო ქსელი შექმნა, სტრატეგიულად ვითარდება და ყავის მომზადების ინოვაციური ტექნიკითა და გემოვნური თვისებებით აკვირვებს ყავისა და ყავის პროდუქტების ადგილობრივ და გლობალურ გულშემატკივრებს. მთელმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და განსაკუთრებულად მეამაყება ჩვენი ესოდენ დიდი გამარჯვება“, - განაცხადა სოფი დარბაიძემ.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ „დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონსურსზე ჩვენმა ერთგულმა თანამშრომელმა და საუკეთესო ბარისტამ გაიმარჯვა. განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსის მოპოვება და საუკეთესო ყავისთვის აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც შეგვეძლო მოგვეპოვებინა“, - აცხადებს „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საქართველოს „დანკინის“ რესტორნებში ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად უკვე 90 000-მდე ჭიქა ყავას მოიხმარს. შესაბამისად, „დანკინი“ ქვეყანაში ყავისა და ყავის პროდუქტების ყველაზე მსხვილი საცალო რეალიზატორია და ის ამ პოზიციებს უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიმყარებს.

„ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინთან“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დღეს საქართველოში „დანკინის“ 85 რესტორანი ფუნქციონირებს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად