შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ქმედებები პირდაპირი თავდასხმაა ეროვნულ ბანკზე - როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, შედეგი ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება

როცა პრეზიდენტი ამბობს, ეროვნული ბანკი რუსულ გადაწყვეტილებებს იღებსო, იქ რომ ჩავა და თავისი კოლეგები კითხავენ, მართლა რუსული გადაწყვეტილება მიიღებაო, რას უპასუხებს? -რომ კი, რუსული გადაწყვეტილებებია და ევროკავშირში მიგვიღეთო, თუ არა, არ იღებს რუსულ გადაწყვეტილებებს და უბრალოდ ქართულ საზოგადოებას ვატყუებდიო? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ქმედებები ეროვნულ ბანკზე თავდასხმაა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს და განცხადებებს, მიჭირს იმის თქმა, რა უფრო უარესია, პრეზიდენტის ქმედებები, თუ ამის გამართლების მცდელობა. ერთი მეორეზე უარესია, სამწუხაროა, ეს მდგომარეობა, ეს პირდაპირი თავდასხმაა ეროვნულ ბანკზე. გუშინ პრეზიდენტის განცხადება ვნახეთ, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს ეხებოდა და რომლის მიმართაც პრეზიდენტის მხრიდან გარკვეული, აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა. ეს პირდაპირი თავდასხმაა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე, აქ უკვე როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის აღარც კონსტიტუციური ჩარჩოები მოქმედებს და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აღარც ადამიანური ჩარჩოები. სხვების მიმართ ღირსების შემლახავი დამოკიდებულებაა, როცა პრეზიდენტი არ ერიდება იმის თქმას, რომ სხვა ადამიანებს ინსტიტუციური ბრძოლებისთვის იყენებს. ეროვნული ბანკი პარლამენტთან ანგარიშვალდებული ორგანო გახლავთ, ამიტომ პარლამენტის ვალდებულებაცაა, როცა მასზე თავდასხმა ხდება, ამაზე რეაგირება ჰქონდეს. მოვუწოდებ პრეზიდენტს, ეროვნულ ბანკზე თავდასხმა, მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა და საკუთარი შეხედულებით ეროვნული ბანკის იძულება, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად, შეწყვიტოს.

საერთო ჯამში, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, ჩვენ არ ვმოქმედებთ კონსტიტუციის და კანონების საფუძველზე. ეს არის მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ნიშანი მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არა კონსტიტუცია და კანონია მნიშვნელოვანი, არამედ, ცალკეული ადამიანის ნება-სურვილები. თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზე-მიზნები, ვიდრე კონსტიტუციაა, მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამაზე საჯაროდ, თავიც კი მოიწონოს. ამ მესიჯით როცა პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში ჩადის, რას იფიქრებს ის ქვეყანა, რა ვართ ჩვენ, რას წესწყობილება გვაქვს, რა უნდა ასეთ ქვეყანას საერთოდ ევროკავშირში კი არა, რამე კავშირში, სადაც სხვა ცივილიზებული ქვეყნები არიან. ამიტომ, თავის არსშივე იმდენად არასწორია მისი ქმედება, იქ რას საუბრობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რას საუბრობს, ამასაც ვხედავთ, როცა პრეზიდენტი ამბობს, ეროვნული ბანკი რუსულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ჩავა და თავისი კოლეგები კითხავენ, მართლა რუსული გადაწყვეტილებები მიიღებაო? რას უპასუხებს, რომ კი, რუსული გადაწყვეტილებებია და ევროკავშირში მიგვიღეთო, თუ არა, არ იღებს რუსულ გადაწყვეტილებებს და უბრალოდ ქართულ საზოგადოებას ვატყუებდიო? როცა პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი