მამუკა კაციტაძე - წასვლა არავის უნდა, ხელისუფლებებს უშვებენ როგორც წესი - რა ფორმით მიდიან ისინი, ნებით თუ გაჯიქდებიან ხოლმე, ეს სხვა საკითხია

პარტია „ლელოს“ წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და ამის გამო, იმპიჩმენტი უნდა გამოცხადდეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად მოქმედებს, სადაც წერია, რომ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი ვალდებულია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ვალდებულია ეს ყველაფერი გააკეთოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელშიც წერია, რომ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ ვინც პოლიტიკაშია ჩართული, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მან ეს გადაწყვიტა გაეკეთებინა 78-ე მუხლის აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგრამ კონსტიტუციაში არის კიდევ 52-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სახელმწიფო საგარეო პოლიტიკა თუ გინდა, რომ გააკეთო პრეზიდენტო, მაშინ ეს მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. გამოვიდა, რომ 78-ე მუხლის შესრულების გამო, 52-ე მუხლი დაარღვია. არ შეიძლება მუხლებითა და პუნქტებით საუბარი ასეთ საკითხზე. ამას უდიდესი პოლიტიკური მდგენელი ახლავს თან. ასეთ შემთხვევაში იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტი უნდა გამოცხადდეს, უბრალოდ არასერიოზულია პოლიტიკური დატვირთვის თვალსაზრისით. ერთი რამ არის საწყენი, თუ ამას ჩავთვლით, როგორც კონსტიტუციურ კოლიზიას, ამ კონსტიტუციაზე ქალბატონ ზურაბიშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, თავი დროზე მხარი აქვს დაჭრილი და ეს კარგი მომენტი არ არის“, - განაცხადა კაციტაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დათმობა არ უნდა.

„ჯერ არ მახსოვს ხელისუფლება, რომელსაც წასვლა დაეპირებინოს, ასეთი რამ ქართულ სინამდვილეში არ არსებობს. მაინც და მაინც ბევრ შემთხვევას ვერ მოვიყვანთ ვაცლავ ჰაველის მსგავსს, რომ რომელიმე ხელისუფლებას წასვლა უნდოდეს. წასვლა არავის უნდა, ხელისუფლებებს უშვებენ როგორც წესი. რა ფორმით მიდიან ისინი, ნებით თუ გაჯიქდებიან ხოლმე, ეს სხვა საკითხია“,- განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის საკითხს ხალხი წყვეტს.

„თუ მეკითხებით იმას, რომ ღარიბაშვილი არსად წასვლას არ აპირებს, გიპასუხებთ: რა თქმა უნდა. არცერთი ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებდა, მაგრამ ყველას დაუდგა საკუთარი ჟამის ამოწურვის პროცესი, რაც გადაწყვიტა ერთი მხრივ, პოლიტიკურმა პროცესმა და რაც მთავარია, ხალხმა“, - განაცხადა კაციტაძემ.

მისი შეფასებით, დიდი ფსონი დევს 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რადგან ეს არჩევნები გადამწყვეტია.

„ამ ხელისუფლებაში მენტალური, გეოპოლიტიკურო პრობლემაა. ასევე, ცივილიზაციური არჩევანის, რაც 2024 წელს უკვე საზოგადოების ქვედა ფენის დონეზე დადგება“, - განაცხადა კაციტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო