ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახას ასკურავას კითხვებს მოჰყვა.

ასკურავას კითხვები ხელისუფლების მისამართით ჰქონდა, კერძოდ, რა გეგმა აქვს ადგილობრივ მთავრობას სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, რა ხდება სტიქიით დაზარალებულ სოფლებში და როგორ აპირებს ხელისუფლება იმ ოჯახების დახმარებას, რომლებიც დაზარალებულთა სიაში არიან.

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციოდ განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დათვლილი ჯერაც არ არის და მისი ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მისივე თქმით, ზარალის დათვლა ამ წუთებშიც გრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, არცერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩება, რომელსაც ხელისუფლება დახმარებას არ გაუწევს.

ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ასკურავას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.

„ხელისუფლება მუდმივად ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ მათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა ასკურავამ.

ასკურავას რეპლიკებს ხმაური მოჰყვა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა, თუმცა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დახურვის შემდეგაც გაგრძელდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო