ლევან ხაბეიშვილი - აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით, აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშას, იმის ნიშნად, რომ გვინდა მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი

აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით და ყველგან საქართველოს და ევროკავშირის დროშას აღვმართავთ, იმის ნიშნად, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება და საქართველოს ევროპული მომავალი , - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

პარტიის ცნობით, დღეს, წყალტუბოს შემდეგ, კახეთში, სოფელ შილდაში „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს.

“წყალტუბოს შემდეგ ვართ კახეთში, შილდაში, სადაც საქართველოს და ევროკავშირის დროშა აღვმართეთ. ეს არის სიმბოლური, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩვენ ვეცდებით, რომ აღვმართოთ ეს დროშა და რისთვის არის ეს მნიშვნელოვანი? - ევროკავშირი გვინდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ეკონომიკური სიმდიდრისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში კი არ გარბოდნენ სამუშაოდ და ლუკმა პურის საშოვნელად, არამედ საქართველო იყოს ევროპა, საქართველოში იყოს ევროკავშირი, საქართველოში იყოს როგორც ევროკავშირშია პენსიები, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა, ანაზღაურება, ასეთი დოვლათი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია ევროკავშირი გვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ გვაქვს კამპანია, რომ ყველგან აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშას და საზოგადოებამ გააკეთოს მარტივი არჩევანი „რუსულ ოცნებასა“ და ევროპულ მომავალს შორის. კოლექტიურ ფარცხალაძეებსა და ევროკავშირს შორის, ბიძინა ივანიშვილის რუსულ და ოლიგარქიულ მმართველობასა და ევროკავშირს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და საბოლოო ჯამში. ჩვენი მომავალი არა პუტინს, რუსეთს და ტერორიზმს, არამედ ევროპას, მშვიდობას და განვითარებას უკავშირდება.

მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში იგივე კამპანია გვექნება. დავიწყეთ იმერეთიდან, წყალტუბოდან, ახლა ვართ კახეთში, შილდაში და ვიქნებით აბსოლუტურად ყველგან და ყველგან აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშას იმის ნიშნად, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება და საქართველოს ევროპული მომავალი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო