ლაშა ტუღუში - ხელისუფლება ფარცხალაძის საკითხზეც იმ პროცესში ჩაერთო, რომელიც მისთვისაც წამგებიანია და ქვეყნისთვისაც - ამას ვაშინგტონიდან კიდევ უფრო მძაფრი ნაბიჯები მოჰყვება

ხელისუფლება ფარცხალაძის საკითხზეც იმ პროცესში ჩაერთო, რომელიც მისთვისაც წამგებიანია და ქვეყნისთვისაც - ეს არ არის ბრძოლა, რომელსაც ვინმე მოიგებს. თუ ასეთი გზით ვაპირებთ მთავარ პარტნიორთან დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ამას ვაშინგტონიდან კიდევ უფრო მძაფრი ნაბიჯები მოჰყვება , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ რა პოლიტიკას გაჰყვება.

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება აქაც იმ პროცესში ჩაერთო, რომელიც მისთვისაც წამგებიანია და ქვეყნისთვისაც. ეს გადაფარება, არათანმიმდევრული ნაბიჯები, რომელსაც შემდეგ ეროვნული ბაკიც შეუერთდა და ის მიდგომები, რა თქმა უნდა, ყველასთვის დამაზიანებელია, რადგან ეს არ არის ბრძოლა, რომელსაც ვინმე მოიგებს. ამ შემთხვევაში თემა არის ძალიან სახიფათო. თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომელიც დაკავშირებულია რაღაც გავლენების გაფართოებასთან და გავლენების მოპოვებასთან დღეს ძალიან სახიფათოა. დღეს, თუ შენ ასეთ ადამიანებს დაუპირებ გადარჩენას და უკან დადგები... სხვათა შორის, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მსუბუქი ნაბიჯი გადადგა მოსამართლეებთან დაკავშირებით, მაშინაც მივიდა პრემიერ-მინისტრი და გვერდით დაუდგა [მოსამართლეებს]. ეს ნაბიჯი უფრო სერიოზულია და თუ ასეთი გზით ვაპირებთ მთავარ პარტნიორთან დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ამას ვაშინგტონიდან კიდევ უფრო მძაფრი ნაბიჯები მოჰყვება. შემიძლია ვთქვა, რომ ამაში დარწმუნებული ვარ. არჩევანს ამ შემთხვევაში ისევ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მისი არჩევანია რა პოლიტიკას გაჰყვება - დაპირისპირებას, გაუგებარ თამაშს, თუ იდგება იქ, სადაც უნდა იდგეს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს მომავალზე აისახება,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება