ნათია თურნავა - მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და თავს შევიკავებ შეფასებისგან - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის საფუძვლები გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში, მე ვიცავ კონსტიტუციას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის საფუძვლები გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არის კონსტიტუციის და კანონის დარღვევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცავ კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის ზეწოლის მაგალითები, რომელსაც მე არ ვაქცევ ყურადღებას , - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სხვა პოლიტიკოსების მოწოდებებს გადადგომასთან დაკავშირებით.

როგორც მან, "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, ის თავს იკავებს სალომე ზურაბიშვილის მის მიმართ გაკეთებული განცხადების შეფასებისგან.

"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვუპასუხო ქალბატონ პრეზიდენტს. ქალბატონი პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი, მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს, მე თვითონაც წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს და არ არის ეს ჩემი მანდატი და ამოცანა, რომ შეფასება გავაკეთო ამა თუ იმ პოლიტიკოსის და მით უფრო პრეზიდენტის განცხადებაზე. მე თავს შევიკავებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის საფუძვლები გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არის კონსტიტუციის და კანონის დარღვევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცავ კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის ზეწოლის მაგალითები, რომელსაც მე არ ვაქცევ ყურადღებას", - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო