ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც, დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა.

ნიკოლაშვილი დაინტერესდა თუ რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

მისივე თქმით, დამეწყრილ სოფლებში დარჩენილია ადამიანები, რომლებისთვისაც ყურადღება ამ დრომდე არ მიუქცევიათ.

ნიკოლაშვილის ამ განცხადებამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც, ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ურთიერთბრალდებები, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

„ოზურგეთში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი სტიქია... მაგალითად, ერთ-ერთი სოფელი ამ დრომდე მოწყვეტილია გარე სამყაროს. კონკრეტული ოჯახები კვლავ მიტოვებულია სტიქიის ზონაში, რომელთაც პრობლემები აქვთ. მდინარე ადიდდა, მიწები ჩამოეშალათ, საფრთხის წინაშე არიან. არის რვა სულიანი ოჯახი, რომელიც საფრთხის წინაშეა და ამ პრობლემებზე, რომ დავიწყე საუბარი მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოსმენაც კი არ ისურვეს”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ამასთან, საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევას.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ იცოდა, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო. მისივე თქმით, გამოცხადდება ტენდერი და ჩატარდება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ თუ პრობლემა ცნობილი იყო, მაშინ რატომ არ მოხდა დროულად რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

ამ დროისთვის საკრებულოს სხდომა უკვე განახლდა, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მას პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა