ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ - იმ პრობლემებმა, რომელიც პარტიაშია, ბევრ ადამიანს საშუალება არ მოგვცა, რომ იქ გაგვეგრძელებინა საქმიანობა

მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება ერთიანობა. პირადად, თუ მკითხავთ, ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმიტომ, რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საშუალება არ მოგვცა, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა, - ასე აფასებს პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, 7 ოქტომბერს შეიკრიბებიან და საზოგადოებას გააცნობენ, თუ რა პლატფორმიდან იბრძოლებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, მიზნის გარშემო ერთიანობა მნიშვნელოვანია.

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია ამ

დროის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ეფემერული ერთიანობა, რაც გულისხმობს ადამიანების ავტომატურ ინტეგრაციას, რომლებიც ერთმანეთს არ ეთანხმებიან. მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება ერთიანობა, პირადად, თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობაში”, იმიტომ, რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საშუალება არ მოგვცა, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა და ჩემთვის ეს იყო ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ჯერ მნიშვნელოვანია ნიკა მელიამ და ბევრმა ადამიანმა,რომელიც არის პარტიაში და ეს არ იქნება ალბათ მარტო ნიკას გადაწყვეტილება, მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, როგორ აგრძელებენ ისინი საქმიანობას. მე ვთვლი, რომ მიზნის გარშემო ერთიანობა მნიშვნელოვანია. ჩვენი, ყველას მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას და არა დასუსტებას. ვფიქრობ, ავტომატური ერთიანობა არ გამოდის, ერთიანობა გამოდის მიზნის გარშემო”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მთელი ქვეყნიდან თანამოაზრეები შეიკრიბებიან და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმსჯელებენ.

„თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან ვიკრიბებით და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე არ ვაპირებ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილზე, დავით კეზერაშვილზე, საკმარისი ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში. მიზანი და ამოცანა სულ სხვაა. როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არც 10, 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით, რომ საერთო მიზნის გარშემო ერთ ორბიტაზე აუცილებლად ვიქნებით“, -განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარის არხის“ ეთერში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში