ლევან ხაბეიშვილი - ჩვენს ქვეყანაში სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობს და არის მხოლოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული „კლანის“ წევრები დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო როგორც ასეთი, ფაქტობრივად არ არსებობს და არის მხოლოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლოში არსებული პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მნიშვნელოვანია.

„ცხადია, სიღრმისეული კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის თუნდაც ტექნიკური დეტალები, რომელიც ასევე ყურადსაღებია, მაგრამ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ბევრად მნიშვნელოვანია სასამართლოში პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული "კლანის" წევრები დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო როგორც ასეთი, ფაქტობრივად არ არსებობს და არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტად ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელში, რაც პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგის” ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ სასამართლო პროცესები, რომელიც პოლიტიკურ საქმეებს არ ეხება, დადებითად ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“