თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, პატივს მივაგებთ ამ უთანასწორო ომში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს. ასევე, სრულ თანადგომას ვუცხადებთ დევნილ ოჯახებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო