ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი)ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. 1992-1993 წლების ომს ათი ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ასეულობით ათასი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას. ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,"- განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს