ილია ვერძაძე - საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს - ხალხმა გადაწყვიტოს 2024-ის არჩევნებზე, ვინ უფრო კარგად იცავს მათ ინტერესებს

ხალხს თუ ეკუთვნის ეს სტატუსი, ამ ხალხმა გადაწყვიტოს 2024-ის არჩევნებზე, ვინ უფრო კარგად იცავს მათ ინტერესებს, უფრთხილდება და ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს, რადგანაც არსებული ვითარების გათვალისწინებით უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

„რა მოხდება, თუ ამ ეტაპზეც არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს? როგორც დაანონსებულია, იქნება მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანისა. შედეგად, მათი გათვლებით, უნდა შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება, შეიქმნას ქაოსი და არასტაბილურობა. რის გამო? მაშინ, როცა შარლ მიშელის მიერ, ევროკავშირის გაფართოება 2030-ში უკვე დაანონსებულია, კანდიდატის სტატუსი, ქვეყანას, ამ დროისათვის, შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი, ასევე 30 წელი. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე დარჩა ერთი წელი. რა შეფასება შეიძლება მიეცეს იმ პოლიტიკოსს, ქართველს თუ უცხოელს, რომელიც ამ მოცემულობაში, მაინც ცდილობს, ქვეყანაში არეულობას შეუწყოს ხელი? ხალხს თუ ეკუთვნის ეს სტატუსი, ამ ხალხმა გადაწყვიტოს 2024-ის არჩევნებზე, ვინ უფრო კარგად იცავს მათ ინტერესებს, უფრთხილდება და ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. უნდათ არიონ ვითარება, შემდეგ ამის გამო თქვან, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნისო და შემდეგ, თუ გაუვათ და არ მოგვცემენ სტატუსს, საერთოდ, ჩამოშალონ სახელმწიფო. რისთვის? რომ შეცვალონ ხელისუფლება არჩევნების გარეშე? რატომ? იმიტომ რომ, იციან, არჩევნებით ვერ შეცვლიან. აი მათი ლოგიკა! კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მივიღებთ, ვინაიდან არ არსებობს უარის საფუძველი არსებული რეალობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში არეულობის პროვოცირების ხელშეწყობა უკვე დეკლარირებული იქნება. თუმცა, არა მგონია, აქ საღმა აზრმა არ გაიმარჯვოს - ისინი არაერთგზის დარწმუნდნენ, რომ საზოგადოებას, ამ ალოგიკური ქმედებებისა და განცხადებების კასკადით, შეცდომაში ვერ შეიყვანენ, ვერ შეძლებენ ქვეყნის არევას და მისი განვითარების შეფერხებას. ამის გარანტი ხელისუფლების სწორი და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკაა“, - აცხადებს ილია ვერძაძე, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო