საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ირლანდიაში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ის, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„საქართველოს მხრიდან დელეგაციის წევრები არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.

ირლანდიაში სამუშაო ვიზიტი 29 სექტემბერს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით