ბოლნისის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. აფხაზეთის ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გაეწიათ. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.

„30 წლის წინ, 13-თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა, რამაც ჩვენს გულებში ტკივილი დატოვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ გმირების ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადავცეთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო