ლევან გოგიჩაიშვილი - ლავროვის განცხადებას კლასიკური გაგებით „საქართველოს ხელისუფლების ჩაშვება“ ჰქვია

ახლა „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს და ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი უდგას - ამ შემთხვევაში ერთადერთი „სასარგებლო იდიოტის“ როლს „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, რადგან მასაც ეს ორპოლუსიანი სივრცე აწყობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში მნიშვნელოვანია ალტერნატიული ძალების განვითარება.

„მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირდა, ის ძალადობაზე გადადიოდა. ახლა „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს და ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი უდგას. ამ შემთხვევაში ერთადერთი „სასარგებლო იდიოტის“ როლს „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეს ორპოლუსიანი სივრცე აწყობს. ამიტომ დღეს მთავარი ამოცანა არის ალტერნატიული ძალების განვითარება.

დღეს საქართველოში ორი ადამიანის პრობლემაა, რომელიც კვებავს ამ პოლარიზაციას. ეს არის ივანიშვილი თავისი ხელისუფლებით და უკვე ბევრი წელია სააკაშვილი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი არის რაღაც თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად. აი, ამ ტანდემმა ძალიან კარგად იმუშავა 2021 წელს, როდესაც თავისი სიბრიყვით, მავნებლობით, თუ გაუაზრებელი პროცედურებით სააკაშვილი ამ ქვეყანაში ჩამოვიდა და ივანიშვილის ხელისუფლებას გაუხანგრძლივა არსებობა. რომ არ გამოჩენილიყო სააკაშვილი საქართველოში, „ქართული ოცნება“ იმ ბარიერს ვერ გადალახავდა, რომლითაც გარანტირებული ხდებოდა უკვე ვადამდელი არჩევნები. ასევე, რა კრიზისიც ჰქონდა ზუგდიდში და ბათუმში, ის კრიზისი მათ თბილისში ექნებოდათ.

ივანიშვილი მზად არის, რომ საკუთარი ფულის შენარჩუნებას გადააყოლოს უკვე ქვეყანა. ის, რომ ამ ყველაფერს შესწირა ინსტიტუციები ამას ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, თუ რა უქნა სასამართლოს, პარლამენტს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველანაირად მოკლას პოლიტიკური პროცესი, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის მოკვლა ნიშნავს დაძაბულობის მატებას. კეზერაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „ქოლ-ცენტრებით“ ერთად აკეთეს ფული ანუ როდესაც შენ ცდილობ ყველა სხვა ნორმალური პროცესი მოკლა, განავითარო და ველში დატოვო „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე, დარჩე შენ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი მიზანია ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმაო, ქვეყნის ინსტიტუტები ჩამოშალო და ქვეყანა ატარო იმ გზით, რა გზითაც ის წავიდა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე, ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების თაობაზე და აღნიშნა, რომ ლავროვის ამ ქმედებას კლასიკური გაგებით, "საქართველოს ხელისუფლების ჩაშვება“ ჰქვია.

„ამას კლასიკური გაგებით ჩაშვება ჰქვია, ის კულუარულ მოლაპარაკებებში ღარიბაშვილთან იყო. მან ღარიბაშვილზე თქვა, რომ ეს ჩემი კაცია და ჩემი აგენტია. მან აწარმოა არაოფიციალური მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან. ჩემი აზრით, ეს მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღმა, ყოველ შემთხვევაში არცერთი ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა. ალბათ, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კულუარული ადამიანების (მამაცაშვილების და მისი გარემოცვის) გამოყენებით.

მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი რგოლი უჩა მამაცაშვილი და ასევე, ბიძინა ივანიშვილის საახლობლო იყოს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთისთვის საქართველო არ გახდეს ბოლო ბასტიონი, გოგიჩაიშვილი ასე პასუხობს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უნდა წააგოს“.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია