წალენჯიხაში მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი მოეწყო

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას, ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, მაზანდარას უბანში გარე სამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უკვე შეუძლია.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია ადგილობრივ მოსახლეობას საავტომობილო ხიდის მოწყობას, სტიქიის დღესვე შეჰპირდა.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით კუხალეიშვილი, დავით ვერავა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ნუგზარ გაბელია გაეცნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს