როგორ შეცვალა პეისერა ბანკ საქართველომ ევროპაში თანხის გადარიცხვის ცნება - ინოვაცია ქართულ საბანკო სფეროში

დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში „პეისერა ბანკ საქართველომ“ ოპერირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა მას უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს გახლავთ ფინტექ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ბანკი, რომლის შემოსვლითაც ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, გამარტივდა საერთაშორისო გადარიცხვები და გაჩნდა ექსკლუზიური პროდუქტები.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, მათი მიზანია, შექმნან სრულიად ახალი საბანკო გამოცდილება, ინოვაციური, თანამედროვე, ციფრული და მყისიერი, ამასთანავე მომხმარებლებს შესთავაზონ უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები. ახალი საბანკო გამოცდილება ერთ სივრცეში ერთიანი ევრო გადახდის სისტემისა და ლარის გადახდის სისტემის გაერთიანებით მომხმარებელს პრაქტიკულად და თვისობრივად ახალ პროდუქტს სთავაზობს. შედეგად საბანკო პროდუქტები და სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი ხდება მომხმარებლებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა „პეისერა ბანკი საქართველოს“ შესახებ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:

რა ტიპის ექსკლუზიურ პროდუქტებს სთავაზობთ ამჟამად მომხმარებლებს?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ადამიანი ჩვენთან ხსნის ანგარიშს, ქართული საერთაშორისო საბანკო ანგარიშის პარალელურად, ჩვენ მას ვუხსნით ევროპულ საერთაშორისო საბანკო ანგარიშსაც. ეს კარგი იმიტომ არის, რომ ჩვენს მომხმარებელს წვდომა აქვს ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე. ეს გახლავთ SEPA და ქართველ მომხმარებელს პრაქტიკულად ისეთივე წვდომა უჩნდება ევროში ანგარიშზე, როგორიც მას აქვს ლარში ანგარიშზე.

ლარში ჩვენ დღეს არ გვაქვს მყისიერი ანგარიშსწორება, ევროპაში კი ეს უკვე დამკვიდრებულია და მას ჰქვია SEPA Instant. მისი საშუალებით მომხმარებელს არ აქვს დაბრკოლება ანგარიშსწორების დროს არც დღესასწაულებზე და არც არასამუშაო დროს. ანგარიშსწორება ხორციელდება 10 წამის განმავლობაში, წლისა თუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. 10 წამში თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ თქვენს ევროპელ პარტნიორთან, ან ოჯახის წევრმა ევროპიდან ჩაგირიცხოთ თანხა 10 წამში.

ჩვენ ამ პროდუქტით ვცდილობთ, გავაქროთ ცნება - ევროპაში ფული გადავრიცხე ან ევროპიდან ფული ჩამერიცხა. თუ ჩვენთან გაქვთ ანგარიში, ამისი შინაარსი იკარგება. თქვენი თანხა ანგარიშსწორების მიზნით საქართველოსა და ევროპაში არის ერთდროულად. ევროში შეგიძლიათ განახორციელოთ ანგარიშსწორება ისევე მარტივად, როგორც ამას ლარში აკეთებთ. დღეს ბაზარზე ეს ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტია. ვფიქრობთ, ეს ძალიან დიდი სარგებელია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ და ერთ სივრცეში მოვაქციეთ ქართული და ევროპული ანგარიშსწორების სისტემა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია