საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია ბურიჩს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა, აგრეთვე, გამოთქვა ნდობის აღდგენის მექანიზმების გაგრძელების მზადყოფნა.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები.

პარლამენტის თავმჯდომარემ მარია ბურიჩს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის პარტნიორობას, ასევე ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მაია ბითაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო