ბათუმი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, აჭარისა და ბათუმის იმ წარმატებებზე ისაუბრა, რაც რეგიონს ტურიზმის მიმართულებით აქვს და აღნიშნა, რომ ბათუმი ტურისტული ღონისძიებების ჩატარების საუკეთესო ადგილად იქცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მხვდა წილად პატივი, ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გავხსნა. ბათუმი სხვადასხვა ტურისტული ღონისძიებების მოწინავე მასპინძელი გახდა. ჩვენ ვცდილობთ, ტურისტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ, რომელიც 6 მლნ ტურისტს მოემსახურება. ვმუშაობთ კუნძულის შექმნისთვის, რომელიც შემდეგ წლებში განხორციელდება. აჭარაში ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვაშენებთ, რომელიც აჭარისა და ბათუმის ტურისტული განვითარებისთვის იქნება საწინდარი. აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამებს ვგეგმავთ იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის მიმოცვლა. რამდენიმე თვის წინ, ბათუმის სტადიონი მსოფლიოში საუკეთესო ინფრასტრუქტურულ პროექტად იქნა იქნა აღიარებული. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ წლებში, საერთაშორისო ღონისძიებებისთვის მუდმივი ლოკაცია გახდება, იმისთვის რომ ბევრი ღონისძიება დაიგეგმოს ამ მოედანზე“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის ორმა წელმა რეგიონის ტურისტულ მიმართულებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ აღდგენის პროცესი ძალიან დინამიკურად მიდის და საამაყოა, რომ ტურბულენტური პერიოდის მიუხედავად, აჭარამ შეძლო, პანდემიამდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს დაჰბრუნებოდა.

„დღეს, ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში ჩატარებით, ახალ ტრადიციას ვუყრით საფუძველს. ამით ხელს ვუწყობთ 4 სეზონის დანიშნულების ტურისტული მიმართულებით ბათუმის გაძლიერებას. მსურს აღვნიშნო 4 ეროვნული პარკი, რომელიც აჭარაშია და უმეტესობა აღიარებულია იუნესკოს მიერ. გვაქვს ამბიცია მოვინიშნოთ მსოფლიო რუკაზე, როგორც სასურველი ტურისტული ლოკაცია. ამისთვის საჭიროა ყოველთვის წინ ვიყუროთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის მთავრობის ცნობით, პანელურ სესიაზე, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე უძღვება, საერთაშორისო მედიასაშუალებების EURONEWS, Wanderlust Travel Media, Emerging Europe, EARTHPIX ხელმძღვანელი პირები ფორუმის მთავარ თემებს განიხილავენ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებებს განიხილავენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა