მიხეილ სარჯველაძე - იმ სახელმწიფოთა ლიდერები, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე - ამით ყველაფერი ნათქვამია!

იმ სახელმწიფოთა ლიდერები, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე - ამით ყველაფერი ნათქვამია! - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტები ნიშანდობლივი, საყურადღებო გახდა და ილუსტაციადაც გამოდგება.

სარჯველაძის აზრით, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაკლები ტემპის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან საყვედურებს ვისმენთ. მას აქვს ამბიცია და სურვილი ქვეყნის საგარეო წარმომადგენლობაში მონაწილეობა მიიღოს, ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევს. ახლახანს ვიხილეთ - ერთდროულად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტი ჰქონდა, ვიზიტის შედეგად იმ სახელმწიფოს მეთაურისგან მოვისმინეთ დიდი ენთუზიაზმით გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ სრულად და უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. იყო იმავე დღეს გაკეთებული განცხადება იმ სახელმწიფოების ლიდერებისგან, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე და ასე შემდეგ. ამით ყველაფერი ნათქვამია! საგარეო, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრისთვის სწორი რიტორიკის ქონა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რასთანაც არაფერი აქვს საერთო იმ განცხადებებს, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, როცა ის საუბრებს კანდიდატის სტატუსის ვითომ და, არდამსახურებაზე, რეფორმების არგანხორციელებაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც იყო იმპიჩმენტის წამოწყება მნიშვნელოვანი და იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო იმ რიტორიკით წარმოადგინოს, რომელიც მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან თავსებადი არ არის. მთავრობის საგარეო ხაზია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ