ხატია დეკანოიძე - პარლამენტის შენობაში უშვებენ რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც პარლამენტის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რა ვთქვა, არ ვიცი - პოლიცია გამოვიძახე, დაიწყეს შესწავლა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მისი ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში დახვდა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.

როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქმის შესწავლა დაიწყო.

„ერთი თვის წინ პარლამენტთან მხვდებოდა ვიღაც ადამიანი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. რაღაცებს მეძახდა. ეს სამი დღე გრძელდებოდა. შემდეგ პოლიციას რომ გამოვუძახე, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. რუსეთის მოქალაქეა. ახლა ქვეყნიდან წასულა, მერე ჩამოვიდა ისევ. შიგნით, პარლამენტის შენობაში უშვებენ რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რა ვთქვა არ ვიცი. ამ ქვეყანაში... რამე რომ შემასხას, თავში რომ ჩამარტყას, ან ვინმეს რაღაცა დაუშავოს... ვიცით ვინ არის საერთოდ?!

დღეს დამხვდა პარლამენტის შენობაში, შიგნით. იქვე პოლიციას გამოვუძახე. პოლიციამ გავარკვევთო და დაიწეს შესწავლა. მე შეხვედრაზე ვარ, მაგრამ იმედია, მეტყვიან რა უქნეს ამ კაცს. წესით უნდა დააკავონ, არ ვიცი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ მსგავსი ფაქტის შესახებ მიმდინარე წლის ივნისშიც განაცხადა. როგორც დეპუტატი აღნიშნავდა, მაშინ მას სამი დღის მანძილზე პარლამენტიდან გამოსვლისას რუსეთის მოქალაქე, გაურკვეველი პირი ხვდებოდა. მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

"მე არასდროს არ მინახავს ეს ადამიანი, არავითარი კონტაქტი და ურთიერთობა არა მაქვს რუსეთის მოქალაქეებთან და არც მქონია არასდროს. არ მყავს მეგობრები და ნაცნობები რუსეთში და ამიტომ ძალიან უცნაურია, როდესაც საქართველოს პარლამენტთან მე მელოდება რუსეთის მოქალაქე რამდენიმე დღის განმავლობაში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხაზგასმული იყო ჩემი უკრაინაში მოღვაწეობა, მან პოლიციას უთხრა, რომ მე ვიცი, ის უკრაინაში მუშაობდა. შეიძლება ამასთანაა კავშირში", - აღნიშნავდა ხატია დეკანოიძემ გადაცემა "360 გრადუსში" 14 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა
კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
დასავლეთ საქართველოს ორი მარგალიტი - ქუთაისი და ბათუმი