ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო თათბირი გაიმართა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის:

1.რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში.

2.კულტურის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები

„თათბირზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მოქმედი სპორტული კლუბების მიღწევებზე. ინტერმუნიციპალური სარაგბო კლუბის - "ტაო" ხელმძღვანელმა ირაკლი გვენეტაძემ სახელმწიფო რწმუნებულს, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს კლუბის აქტივობების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.

ამასთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სახელმწიფო რწმუნებულისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო თათბირს, მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მოადგილეები - დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო