შალვა პაპუაშვილი - საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც - ეს გავაკეთეთ ოკუპაციის, საქართველოს მიწაზე რუსული სამხედროების ყოფნის ფონზე

,დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთო ინტერესის საკითხების განხილვისა და მომავლის ერთობლივ ნაბიჯებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებისთვის , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი განცხადებით, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

,,ეს ახალი სიტუაცია, კიდევ ერთხელ, აჩვენებს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისა და ურთიერთგაცვლების მიმართულებით. საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც. ეს გავაკეთეთ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის, ასევე საქართველოს მიწაზე, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით რუსული სამხედროების ყოფნის ფონზე. საქართველო იყო თანაავტორი, შეუერთდა ან მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ ასეულობით რეზოლუციას, ერთობლივ განცხადებას თუ სხვა ინიციატივას ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტის ფარგლებში.

საქართველო შეუერთდა რეიკიავიკის დეკლარაციას. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, მხარს დავუჭერთ საქართველოს მთავრობას აღნიშნული დეკლარაციის განხორციელების საქმეში.

ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ახლო მეგობრობის გარდა, ჩვენ გვაკავშირებს მომავლის საერთო ხედვაც - ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. ჩვენი დამოკიდებულება ნათელი და მტკიცეა და გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ამ გზაზე წინსვლას. ახლა, საუკეთესო დროა იმ ქვეყნების წახალისების, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს და ისტორიულად ეკუთვნიან ევროპულ ოჯახს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

,,აგრესორს უნდა შევახსენოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა უბრალოდ ფუფუნება კი არა, არამედ ის ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში უნდა ვითვალისწინებდეთ. უნდა დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, საზღვრების დაცვა და ყველა ერის უფლებების დაცვა.

მტკიცედ მწამს, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს და შემდეგ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული იქნება უკრაინის აღდგენა-რეკონსტრუქციისკენ, რაც გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას და ხელახლა შექმნის საფუძველს თავისუფალი და განვითარებული ქვეყნის, რომელიც მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული ევროპისა და გლობალურ ეკონომიკაში.

ჩვენი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალმა თაობებმა არ იწვნიონ ჩვენი მარცხის შედეგები. საქართველო გააგრძელებს წვლილის შეტანას ისეთ მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც მშვიდობიანი ევროპის იმედები რეალობად იქცევა,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს