ზვიად ძიძიგური - სალომე ზურაბიშვილს დღევანდელი მმართველობა ვერ შეაშინებს

წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის ქება-დიდება იყო და ახლა არის დიამეტრულად საპირისპირო ტექსტები - ეს არის ორმაგი სტანდარტი. სალომე ზურაბიშვილს დღევანდელი მმართველობა მაგით ვერ შეაშინებს , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არის „ტრიუკი“ და „ყურადღების გადატანა“.

„2018 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, არ იცოდნენ [მისთვის] რომელი ნომერი სამშობლო იყო საქართველო? იმის მერე შეიცვალა რამე? წინასაარჩევნო კამპანია ამოვიღოთ და ვნახოთ, სალომე ზურაბიშვილის როგორი ქება-დიდება იყო და ახლა არის დიამეტრალურად საპირისპირო ტექსტები. ეს ერთ რამეს ნიშნავს, რომ „თუ ჩემს ჭკუაზე დადიხარ, მაშინ გაქებ და გადიდებ, თუ ჩემს წინააღმდეგ მიდიან, მაშინ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, საფრანგეთი არის შენი სამშობლო, თუ საქართველო“. ეს არის ძალიან ცუდი, ორმაგი სტანდარტი. სალომე ზურაბიშვილს დღევანდელი მმართველობა მაგით ვერ შეაშინებს, იმიტომ რომ ეს სხვანაირი ტიპის ქალბატონია. ვინც შეიძლება კიდევ კარგად არ იცნობს და ჰგონიათ, რომ ვიღაცის თამაშს თამაშობს და ა.შ... არაფერს არ თამაშობს. რაც შეეხება ევროპელობის ნაწილს, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი - თუ ვინმე არის გულწრფელი დღეს საქართველოში, ვისაც ნამდვილად უნდა, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს, ერთ-ერთი უმთავრესი მათგან არის ქალბატონი ზურაბიშვილი,“ - განაცხადა ძიძიგურმა,

მან ასევე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ „სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, დაგვეშვა, რომ რუსეთმა სწორედ იმიტომ აღდგენა ფრენები, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეშლოდა“.

ძიძიგურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებამდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება არ სურს და ამიტომ ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩენოდით.

„თუკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვექნება, საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე ძლიერი მონიტორინგი იქნება. ეს კარგად იციან ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ „არა უშავს, კანდიდატის სტატუსი 2024 წლის შემდეგაც რომ მივიღოთ“.

მე ღარიბაშვილს ერთ რამეში დავეთანხმები, რომ ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იქნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. მე ვფიქრობ, რომ მოლდოვაზე და უკრაინაზე ნაკლებად ნამდვილად არ გვეკუთვნის. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი 2024 წელი და დარჩება კიდევ 4 წელი ეს ხელისუფლება და მერე ნახეთ თქვენ რუსეთისკენ როგორი გამალებული სირბილი და წასვლა იქნება,“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო