ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, ქუთაისის უნივერსიტეტში არსებული კონფუცის კლასი ჩინურ ენას შეასწავლის სკოლის მოსწავლეებსა და პერსონალს.

„ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი უზრუნველყოფს სასწავლო კურსების Hsk1 და Hsk2 დონეებზე მოსწავლეების და პერსონალის მომზადებას. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდას და მოსწავლეებს შეუქმნას მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, კონფუცის კლასის ქართველმა დირექტორმა გიორგი დათუაშვილმა, ჩინეთის მხარის დირექტორმა ჟუ ძიანბინგმა და სკოლა "პროგრესის" დირექტორმა ნათია კილაძემ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო