ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების ინტერესებით, არამედ ოპოზიციის ინტერესებით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების ინტერესებით და საზოგადოების წინაშე არსებული ანგარიშვალდებულებით, არამედ ხელმძღვანელობს ოპოზიციის ინტერესებით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ საზოგადოება ხვდება რითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი „რადიკალური ჯგუფების წინაშე ანგარიშების ჩაბარების ვალდებულებას გრძნობს”.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების ინტერესებით და საზოგადოების წინაშე არსებული ანგარიშვალდებულებით, არამედ ხელმძღვანელობს ოპოზიციის ინტერესებით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წინაშეა ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საზოგადოება აფასებს, ხვდება და დასკვნებსაც აკეთებს, თუ რით არის განპირობებული, რომ კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების წინაშე ანგარიშების ჩაბარების ვალდებულებას გრძნობს”,-აღნიშნა ოხანაშვილმა.

მან პრეზიდენტის ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს, ეს ნიშნავს, რომ ის უგულებელყოფს ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს.

„რაც შეეხება მის ვიზიტებს, იცით, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევით წარმოებული, ამ საკითხზე, მომდევნო კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში გვექნება განხილვა. საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ მსგავსი უხეში, მიზანმიმართული კონსტიტუციის დარღვევა სწორედ მათ შორის ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოა. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს, ეს ნიშნავს, რომ ის უგულებელყოფს ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს, მისთვის ქვეყნის ძირითადი კანონი არაფერს ნიშნავს. ეს სამწუხაროა. იმედი გვაქვს, სამართლებრივად დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის უხეშ დარღვევას”,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა