Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა

Petra Sea Resort-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასტუმროების ოპერატორ, Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა დაანონსდა სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, Future Hospitality Summit-ზე, რომელიც აბუ-დაბიში, ამა წლის 25-27 სექტემბერს გაიმართა. Petra Sea Resort-ი სამიტზე კომპანიის ინვესტორებთან ურთიერთობის დირექტორმა, ბატონმა დავით სვანიძემ წარადგინა.

Future Hospitality Summit არის საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტუმარმასპინძლობის სფეროს ლიდერ კომპანიებს, ასევე ინვესტორებსა და ექსპერტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

Petra Sea Resort-თან პარტნიორობის ფარგლებში Valor Hospitality Partners უზრუნველყოფს კურორტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სასტუმროების, ბრენდული რეზიდენციებისა სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას.

Petra Sea Resort-თან სამომავლო თანამშრომლობა დადებითად შეაფასა Valor Hospitality Partners-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჯულიან ბერგმა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტნიორობა საქართველოში სტუმარმასპინძლობის სფეროს კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს:

„Valor Hospitality Partners დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ახალ შესაძლებლობებსა და პროექტებს კავკასიის რეგიონში და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პირველი პროექტი რეგიონში, იქნება საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, Petra Sea Resort-ის საკუთრებაში არსებული, 20 ჰექტარზე მშენებარე კურორტი. ამ პროექტის ფართო მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში ადგილობრივი ოფისით დავიწყებთ ოპერირებას და ჩვენს სანდო და მაღალკვალიფიციურ პარტნიორებთან ერთად მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სერვისების სრულ პაკეტს შევთავაზებთ. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, სტუმარმასპინძლობის სექტორში ადგილობრივმა დეველოპერებმა თუ ინვესტორებმა დაიწყონ ჩვენთან კომუნიკაცია და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ აღნიშნული სფერო“, - აღნიშნა ჯულიან ბერგმა.

Petra Sea Resort-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დირექტორის დავით სვანიძის განცხადებით, პროექტი მასშტაბებიდან გამომდინარე, აჭარის ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და როგორც საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ისე ინვესტორებისთვის მას კიდევ უფრო საინტერესო რეგიონად აქცევს:

„მოხარულები ვართ, რომ Valor Hospitality Partners-თან ერთად ვიწყებთ ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის აჭარის რეგიონში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი შეუქცევადი განვითარების პროცესში და კიდევ ერთხელ მოაქცევს მას მსოფლიო ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნა დავით სვანიძემ.

Petra Sea Resort-ის შესახებ: PETRA SEA RESORT არის პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ციხისძირში. 20 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდულ სასტუმროებს, ბრენდულ და არაბრენდულ რეზიდენციებს, კერძო პლაჟსა და მრავალფეროვან რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას ყველა ასაკისა და ინტერესების მქონე დამსვენებლებისა და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში Petra Sea Resort-ი მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს: აპარტამენტები 27 კვ.მ-დან 30%-იანი ფასდაკლებით, 2-წლიანი უპროცენტო განვადებითა და მომხმარებელზე მორგებული, მოქნილი გადახდის პირობებით. აპარტამენტები ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და შთამბეჭდავი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

გაყიდვების ოფისი: თბილისი, ო.თაქთაქიშვილი #7 Tel: + 995 577 251 251 ელექტრონული ფოსტა: sales@petraresort.ge; www. petraresort.ge

(R)

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს