ლევან ხაბეიშვილი - ნიკა გვარამიასთან გარკვეულ ფორმატში თანამშრომლობა მოგვიწევს - მეტიც, მივესალმებით მის აქტიურ ჩართულობას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია არავის გარიყვას არ აპირებს, ვისაც „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, რატომ არის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ახალი იდეებისგან შორს, საპასუხოდ აღნიშნა, „ყველა უნდა მიხვდეს, რომ პირადი პრობლემები, ამბიციები და დამოკიდებულებები გვერდზე გადადოს“.

„რომ გითხრათ, ამაზე ბევრს ვფიქრობ-თქო, მოგატყუებთ. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა და არა ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია, ცხადია, კარი ღიაა. ნებისმიერ დროს, როდესაც ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არავის გარიყვას არ ვაპირებთ ამ პროცესიდან. კონკრეტულმა ადამიანებსა თავისით უნდა გადალახონ ფსიქოლოგიური პრობლემები, გარკვეული წნეხი თუ მათზე არსებობს. ამიტომ, ყველა უნდა მიხვდეს, რომ პირადი ამბიციები, დამოკიდებულებები და პრობლემები გადასადებია იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ბრძოლა გვაქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, ითანამშრომლოს, მას შემდეგ, რაც უფრო კონკრეტულ განცხადებებს განცხადებებს.

„წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია და კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას. ნიკა გვარამია უმნიშვნელოვანესი ადამიანია, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ ფორმატში მასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მოგვიწევს. მეტიც, მივესალმებით მის აქტიურ ჩართულობას. მეტს მაშინ ვიტყვით, როდესაც თავად უფრო კონკრეტულ განცხადებებს გააკეთებს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო