ლევან ხაბეიშვილი - კმაყოფილები ვიქნებით მაშინ, როდესაც ФСБ-ს აგენტურული ქსელი ხელისუფლებაში მოკალათებული აღარ იქნება - მოსახლეობის 63%-ს არ უნდა რუსული პარტია

კმაყოფილები ვიქნებით მაშინ, როდესაც ФСБ-ს აგენტურული ქსელი აღარ იქნება ხელისუფლებაში მოკალათებული, აღარ იქნებიან რუსული პარტიის წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ედისონის რისერჩის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბოლომდე კმაყოფილების საფუძველი არ აქვთ, მაინც აღსანიშნავია, მოსახლეობის 63%-ის პოზიცია, რომ მათ „ქართული ოცნების“ ხილვა ხელისუფლებაში აღარ სურთ.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დარჩენილ 37%-შიც არიან საჯარო მოხელეები, რომლებმაც პოზიცია შიშის გამო დააფიქსირეს.

„63% ღიად ამბობს, რომ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს და ვფიქრობ, ეს აჩვენებს მოქალაქეების პოზიციას, რომ აღარ უნდათ რუსული პარტიის და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. ამ 37%-ში, მოდით მოქალაქეებს ისიც ვუთხრათ, რომ 10-15% მინიმუმ არის ისეთი ადამიანი, საჯარო მოხელე, ვისი დაშინებაც შეუძლიათ და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ შედეგიდან, ალბათ, ეს 10-15% კიდევ, მინიმუმ, უნდა გამოვაკლოთ იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინიათ კვლევის დროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, რომ შემდეგ სამსახურიდან არ გააგდონ, კონკრეტული პრობლემები არ შეუქმნან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ჩანს, რომ 63%-ს არ უნდა რუსული პარტია. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გამარჯვებაში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივი შტაბის ხელმძღვანელად გიორგი ვაშაძის დანიშვნის საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ როდესაც პარტიები ფრონტის ხაზზე საბრძოლველად მიდიან, კომპლექსები უნდა მოიხსნან.

„ჩემი აზრით, ყველამ ყველანაირი კომპლექსი უნდა მოიხსნას, პატარა ადამიანობის, რომ თურმე სხვა კონკრეტული ლიდერები თუ იქნებიან კოალიციაში, ამის გამო თურმე ვიღაცა რაღაცას გადაიბარებს. მე მივესალმები რაც მეტი პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური აქტორი იქნება კოალიციაში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავინაწილოთ საქმეები და აქ დიდი კაცი და პატარა კაცი და თანამდებობების განაწილება კი არ ხდება, ფრონტის ხაზზე მივდივართ საბრძოლველად და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქვეყანა როცა არის გადასარჩენი, ასეთი არასერიოზული დამოკიდებულებები, ჩემი აზრით, არც მისაღებია და არც რელევანტური. 2018 წელს გიორგი ვაშაძეს შტაბური მუშაობის, კამპანიური მუშაობის მათ შორის, პოზიტიური მუშაობის გამოცდილება აქვს და შესაბამისად, ვფიქრობ, რატომ უნდა ვაკეთოთ ახალი ველოსიპედი, როცა არსებობს რუსული რეჟიმის პირობებშივე გამარჯვების ფორმულა და მათ შორის, ამ ადამიანს აქვს ეს გამოცდილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად წარმატებული იქნება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო