ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჭალეს მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა, ხმაური იყო

ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჭალეს მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა, ხმაური იყო.

ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი დაკავებულები.

ადგილზე იმყოფებოდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ წალენჯიხის მერი და მისი მოადგილე. როგორც მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მერი მოსახლეობას ესაუბრა და მათ ირწმუნეს, რომ „მერია გზების რეაბილიტაციის პროექტს საკრებულოში თავიდან წარადგენს და უწყება მიაღწევს იმას, რომ საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭიროს“.

„აქცია იყო ჯვარი-მესტიის გზაზე. საქმე შეეხებოდა ეწერფერდის გზის რეაბილიტაციას. მოსახლეობას დაახლოებით 2 თვის წინ შევხვდი და სერიოზული პრობლემა იყო. წლებია, არც გზა გაკეთებულა, არც წყალია. ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სამ მონაკვეთზეა საუბარი და ჩვენ მათ შევპირდით, რომ გავაკეთებდით. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ შედგა გეგმა, დაიდო სამხარაულის დასკვნა. როგორც შეთანხმება იყო მოსახლეობასთან, მათი გულისტკივილი გავიზიარეთ და საკრებულოს წარვუდგინეთ როგორც პრიორიტეტი. საკრებულომ, სამწუხაროდ ამ პროექტს ხმა არ მისცა, რის გამოც ის ამ წლის პრიორიტეტებიდან ამოვარდა. ახლა კვლავ შეიკრიბა მოსახლეობა, ადგილზე იყო მისული მერი, ასევე მეც ვიყავი. ვესაუბრეთ მოსახლეობას და ავუხსენით, რომ ჩვენი პრიორიტეტი ნამდვილად არის ეწერფერდის სავალალო გზა. ვეცდებით, საკრებულოს თავიდან წარვუდგინოთ და დავარწმუნოთ, რომ ამ გზის გაკეთება ნამდვილად საჭიროა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თავად „ოცნების“ დეპუტატმა, რომელიც რეალურად უნდა იცავდეს ეწერფერდის მოსახლეობის ინტერესებს, მათ წინააღმდეგ მისცა ხმა.

შევთანხმდით იმაზე, რომ მერია თავიდან წარადგენს ამ პროექტს და საკრებულო ხმას მისცემს“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა