შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან კურტულმუშს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მან, თურქ კოლეგას თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. ამასთან, ნუმან კურტულმუშთან, შალვა პაპუაშვილმა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ვისაუბრეთ ორ პარლამენტს შორის კავშირებზე და შევთანხმდით თავმჯდომარეების, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს; განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა