გორის მერია - რეგიონის პირველობა მინიფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით ანგარიშით - 1:0 დასრულდა

რეგიონის პირველობა მინიფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით ანგარიშით - 1:0 დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გორისა და ხაშურის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გადამწყვეტი გოლი ნიკოლოზ სადაღაშვილმა გაიტანა. ფინალურ მატჩს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - გორი; II ადგილი - ხაშური; III ადგილი - ქარელი; IV ადგილი - კასპი.

ტურნირის ყველა პრიზიორი ფულადი თანხით დაჯილდოვდა. ტურნირის გამარჯვებულს სხვა პრიზიორებისგან განსხვავებით, ფულად ჯილდოსთან ერთად, გარდამავალი თასიც გადაეცა.

ღონისძიება, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც ჩატარდა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა