სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქის დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სერბეთის სამი მოქალაქის, ჯგუფ „კანვასის“ წევრების დაკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერბეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, საქმის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, რადგან გამოძიების ფარგლებში საქმის დეტალების გაუთქმელობაზე აქვს შეთანხმება.

მისივე თქმით, საქმე არის აბსურდული და დაკითხვაზე სასაცილო შეკითხვები დაისვა.

„ბატონი სლობოდანის ინტერესებს ვიცავ. გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის აბსურდული საქმე. რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო შეკითხვები დაისვა, ამის თქმის საშუალება რომ მქონდეს, საზოგადოება ამას ცხადად დაინახავდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

სერბეთის კიდევ ერთი მოქალაქის ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, დაკითხვაზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ საქმის დეტალების შესახებ არ ისაუბრონ.

„თუ რამე განცხადებას გავაკეთებთ, ეს იქნება დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება არის დანაშაული. სახელმწიფო საიდუმლოებას უტოლებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი