2024 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6,0 მლრდ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე 560,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო გარემოს დაცვის პროგრამებზე 180,0 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული

2024 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6,0 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე 560,0 მლნ ლარზე მეტი მიემართება, ხოლო გარემოს დაცვის პროგრამებზე 180,0 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.

ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1,7 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი, საიდანაც ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას 1,2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება.

„მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტის პროექტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 350.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 200,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 1 132,2 მლნ ლარი.

„ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 933,6 მლნ ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1 225,0 მლნ ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 322,1 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 530,0 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 65,0 მლნ ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 341,0 მლნ ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 150,0 მლნ ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამები - 9,2 მლნ ლარი“,- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას, ის 685.0 მლნ ლარს შეადგენს.

„გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 62.1 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 69,4 მლნ ლარი. ერთიანი აგროპროექტი - 327,0 მლნ ლარი. მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტები - 200.0 მლნ ლარი; აგროდაზღვევა - 12.0 მლნ ლარი; დანერგე მომავალი - 30.0 მლნ ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი - 25,0 მლნ ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა - 15.0 მლნ ლარამდე; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 84,4 მლნ ლარი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობა - 28.0 მლნ ლარი; დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 21,7 მლნ ლარამდე; სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 23,2 მლნ ლარამდე; მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - 5,0 მლნ ლარამდე“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ბიუჯეტის პირველადი ვარიანტითვე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის