ლევან ხაბეიშვილი - საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, უნდა დასრულდეს, პენსიონერებს  სესხები უნდა გაუნულდეთ

საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, უნდა დასრულდეს, პენსიონერებს სესხები უნდა გაუნულდეთ - ამასთან, მამაკაცებში საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევა უნდა მოხდეს, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება, რომ ამ ადამიანებს ღირსეული სამუშაო და შემოსავალი ჰქონდეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის კამპანიის ფარგლებში, პენსიონერთა პირველ ფორუმზე განაცხადა.

პენსიონერთა ფორუმზე განიხილება კამპანიის ინიციატივები - საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე.

„ახლა ხელში მიჭირავს ბატონი იური ტუღუშის სესხის ქვითარი - წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიჭირავს ხელში; წარმოიდგინეთ, რომ ეს ახლა არის ბიძინას სახე და გეტყვით რატომ: აქ, ამ ქვითარზე წერია, რომ ბატონმა იურიმ 1990 ლარი ისესხა. ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და რამდენს ახდევინებენ თქვენი აზრით 1990 ლარზე? 2500 ლარს - არა, 3000 ლარს - არა, არც 3500, არც 4000, არც 4500-ს, 4800 ლარს ახდევინებენ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური, ქურდული, მახინჯი, მავნებლური მმართველობის მაგალითი, ფოტოსურათი ბიძინა ივანიშვილის ყაჩაღობის.

დღეს ჩვენი შეკრების მიზანი არის შემდეგი - ბატონ იურის, ქალბატონ ნელის, ქალბატონ ლიზას, ბატონ გიორგის და უამრავ თქვენგანს აქვს სესხები, სადაც 1500 ლარზე გახდევინებენ 4000 ლარს, 2000 ლარზე გახდევინებენ 5000 ლარს, ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა, ამას საერთო არაფერი არ აქვს არც სესხთან, არც იურიდიულ წარმოებასთან. ეს არის ქურდობა ოფიციალურად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა უნდა დასრულდეს საქართველოში და 400-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს უნდა გაუნულდეს ეს პენსია და დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომაც არის ფორუმი და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ და გქურდავენ. ბატონ იურის 2019 წლიდან აქვს ეს სესხი, 2023 წელია ახლა, ოთხი წელია თითქმის მისი პენსია მას არ აუღია თავიდან ბოლომდე, ფაქტობრივად მისი პენსიის 30-40% სესხში მიდის. ჯერ რა პენსია აქვს - სასაცილო. აბა, იმ პენსიით შეძლოს და იცხოვროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, თალაკვაძემ, ბიძინა ივანიშვილმა; მერე ამასაც რომ ღლეტენ?! ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს სესხები იყოს განულებული და თუ შემდეგ უკვე პენსიონერები აიღებენ სესხს, იყოს არა კაბალურ პირობებში, არამედ ადამიანურ პირობებში. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებში არსად არ არის 32%. არსად, ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს, მაქსიმუმ 2, 4, 6% სესხი, მაგრამ აქ, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს აქვს ქურდული საბანკო ოლიგარქია აწყობილი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ ფორუმზე არის საპენსიო ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. საშუალო ევროპელი პენსიონერი ცხოვრობს 82-84 წლამდე, საშუალოდ, საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი - 80-დან ასი ათასამდე ასეთი მამაკაცია დღეს საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და ცხადია, თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღის წინ, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პენსიონერების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ ამ საკითხებზე აქტიურად იმუშავებს.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ