„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” 1480 დღე სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე აღნიშნა

„ეიპიემ ტერმინალსი“ „გლობალური უსაფრთხოების დღეს“ ყოველწლიურად აწყობს. წელს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” 1480 დღე სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე აღნიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.

მათი ცნობით, საპორტო ინდუსტრია მომეტებული რისკების შემცველია. ყოველდღიური სამუშაო პირობები განაპირობებს, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ კომპანიის თანამშრომლებს აღნიშნული რისკების მართვა.

„გარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი რეგულარული ტრენინგებისა, კომპანიის თანამშრომლებს უსაფრთხო გარემო აქვთ ღია საუბრისთვის, რაც საბოლოო ჯამში პრევენციული ქმედებითა და დროული რეაგირებით, ნავსადგურში რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

თანამშრომლური სამუშაო გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია თანამშრომლების უსაფრთხოების, მათი კეთილდღეობისა და ბიზნესის წარმატებისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება