გორში სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში გარბენი გაიმართა

გორში სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში გარბენი გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტულ შეჯიბრებაში ასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

გარბენი სპორტის სასახლის ეზოში დასრულდა.

„გამოვლინდნენ საუკეთესონი ვაჟებსა და გოგონებს შორის, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად.

ამავე ღონისძიებით საზეიმოდ გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი 2023-2024 წლების სეზონი, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრებები გაიმართება კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მხიარულ სტარტებში.

ღონისძიებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელით დაჯილდოვდა გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით პაპუკიშვილი (ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა), რომელიც ცოტა ხნის წინ რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიო სასკოლო - სპორტული თამაშების გამარჯვებული გახდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო