სლოვენიის პარლამენტის პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლა და შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია

სლოვენია სრულად უჭერს მხარს იმ გზას, რომელსაც საქართველო ადგას რეფორმების გასაძლიერებლად, ამ გზის გაგრძელებას და თქვენს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დიდი მადლობა ბატონ შალვა პაპუაშვილს თბილი დახვედრისთვის და მოსაზრებების გულწრფელი, მეგობრული და კონსტრუქციული გაცვლისთვის. მაქვს პატივი ვიყო სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თქვენს ქვეყანას ეწვია თქვენს მშვენიერ ქვეყანას და მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეძლიერებინა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს შორის უმაღლეს საპარლამენტო დონეზე, რომელიც მიმაჩნია, რომ მეგობრობისა და კარგი ურთიერთობის აუცილებელი ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს აახლოებს და ასევე წარმოადგენს ძალიან მყარ საფუძველს უწყვეტი თანამშრომლობისთვის. ძალიან, ძალიან მოხარული ვარ, რომ განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აღწევს. სლოვენია სრულად უჭერს მხარს იმ გზას, რომელსაც საქართველო ადგას რეფორმების გასაძლიერებლად, ამ გზის გაგრძელებას და თქვენს ევროკავშირში გაწევრიანებას. რადგან მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის მომავალი, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიის გაძლიერება“, - აღნიშნა სლოვენიის პარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სლოვენიას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყნისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება.

„მე ასევე მხარს ვუჭერ ყველა თქვენს მცდელობას, ნატო-ს წევრი გახდეთ. მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს იმ გზაზე სვლა, რომელზედაც ახლა იმყოფება, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და გააძლიეროს ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებელი სტატუსი“, - აღნიშნა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

„იმედი მაქვს, ისევ აქ ვიქნები, რომ მოგესალმოთ, როდესაც კანდიდატი ქვეყანა გახდებით“, - აღნიშნა სლოვენიის პარლამენტის პრეზიდენტმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის