„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივნები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე სტოკჰოლმში შეხვედრებს გამართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ფარგლებში, საგარეო მდივნები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ინფორმაციას პარტია „სტრატეგია-აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრები დაგეგმილია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში დეპარტამენტის უფროსთან და კავკასიისა და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობასთან.

ოპოზიციური პარტიების საგარეო მდივნები, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა