ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - თქვენ დასდევთ რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს, მე საერთოდ არ დავდევ - ჩვენ ჩვენი შეფასება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ

თქვენ დასდევთ ხოლმე რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს, მე საერთოდ არ დავდევ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადება შეაფასა, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ განაცხადა, რომ „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია“.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს, მმართველი გუნდის წევრები მის მიმართ ყოველთვის კორექტულები არიან.

„ყოველ შემთხვევაში, ძალიან გიყვართ მათი ციტირება. ჩვენ ჩვენი შეფასება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ჩვენ კორექტული ვართ ხოლმე ჩვენს განცხადებებში მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც უმძიმეს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს დგამს. ყოველთვის კორექტულ შეფასებებს ვაკეთებთ მასთან მიმართებით. ჩვენთვის არაკორექტული შეფასებები მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს კარასინი აბაშიძის ფორმატის გადახედვას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ასეთ განცხადებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებებს ვერ მოვიღებთ“.

ცნობისთვის, მანამდე, კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა "ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა