შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა ინტერვიუში აღიარა, რომ უფლებამოსილების გარეშე იმყოფებოდა ლიტვაში. თვითონაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა

პრეზიდენტმა ინტერვიუში აღიარა, რომ უფლებამოსილების გარეშე იმყოფებოდა ლიეტუვაში. თვითონაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ვფიქრობ, წინასწარ განჭვრეტა ადვილია. დიდი ალბათობით, სამართლებრივი დასკვნა ამის მხარდამჭერი იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც საუბარია, რომ ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“ უნდა იყოს ჩართული ამა თუ იმ რეფორმის პროცესში, ვხედავთ, რომ ეს ელიტური „ენჯეოები“ ტყუილს ეუბნებიან საზოგადოებას, როდესაც ისეთ ინტერპრეტირებას ახდენენ, თითქოს კონსტიტუცია უშვებდეს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების განხორციელების უფლება ჰქონდეს.

„პრეზიდენტმაც ცოტა ხნის წინ ინტერვიუში აღიარა, რომ უფლებამოსილების გარეშე იმყოფებოდა ლიეტუვაში. თვითონაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ვფიქრობ, წინასწარ განჭვრეტა ადვილია. დიდი ალბათობით, სამართლებრივი დასკვნა ამის მხარდამჭერი იქნება.

პრობლემა შემდეგშია, რომ ეს სამართლებრივად ყველამ კარგად იცის, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, საჯაროდ სხვანაირად საუბრობენ, განსაკუთრებით „ენჯეობი“ რომლებიც სამარცხვინოდ ამ უმარტივეს სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით ცდილობენ, რომ ეჭვი გაჩნდეს, თითქოს სხვანაირი სამართლებრივი განმარტება უნდა იყოს.

ეს ერთ რამეს აჩვენებს, როდესაც საუბარია, რომ ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“ უნდა იყოს ჩართული ამა თუ იმ რეფორმის პროცესში, ვხედავთ, ეს ელიტური „ენჯეოები“ არის ხალხი, რომელიც არა თუ თვალს ხუჭავს კონსტიტუციაზე, პირდაპირ ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, როდესაც ისეთ ინტერპრეტირებას ახდენენ, თითქოს კონსტიტუცია რაიმენაირად უშვებდეს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების განხორციელების უფლება ჰქონდეს.

ამას ვხედავდით ომბუდსმენზე, როგორ ახდენდნენ ზეწოლას პარლამენტის წევრებზე, მხარი არ დაეჭირათ მათთვის, ვინც სურდათ. ვხედავთ იუსტიციის საბჭოს არასამთავრობო წევრების არჩევაზე, როგორ ახდენენ ზეწოლას პარლამენტის წევრებზე და ორი წევრი დღემდე ვერ აგვირჩევია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა