შალვა პაპუაშვილი - კონსტრუქციების მოწყობა ისედაც შეზღუდული იყო  და არის, მაგრამ სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდებოდა, მნიშვნელოვანია სიცხადე შევიდეს - ეს ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილება, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება, ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი თანხვედრაშია საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო პრაქტიკასთან.

" რაც შეეხება კონსტრუქციების მოწყობას, ეს ისედაც შეზღუდული იყო და არის საქართველოში. სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდებოდა, როგორც აქციის ორგანიზატორის, ასევე მონაწილეების მხრიდან. მნიშვნელოვანია ამ მხრივ სიცხადე შევიდეს. ინიციირებული პროექტი სრულ თანხვედრაშია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკასთან, ისე საერთაშორისოსთან. ასევე, განპირობებულია იმ რისკებით, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიებით იქნა წარმოდგენილი და ასევე დღეს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა