გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს

მთიანი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე, სავარაუდოდ, რა როლი ითამაშეს მომხდარში თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა, რომელიც აცხადებდა, რომ არ დათმობდა სომხეთ-ირანის საზღვრის კონტროლზე მესამე ქვეყნის დომინაციას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ რა ცვლილებია მომხდარი - რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიმაგრა თუ პირიქით, ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, იმის გათვალისწინებით, რომ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- დიახ, მართლაც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ისტორია დასრულდა ისე როგორც დასრულდა. აზერბაიჯანის მიზანი ყოველთვის იყო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც მოახერხა.

დღეს რასაც ვხედავთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებით ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა თუ მთლიანად არა, საბოლოო ჯამში უმეტესი ნაწილი მაინც დატოვებს მთიან ყარაბაღს, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო და მოსაწონი, მაგრამ ასეთია რეალობა დღევანდელ ვითარებაში.

- აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად სამართლიანად მოექცევა მათ აზერბაიჯანის ხელისუფლება?

- ამის თქმა ძნელია, მაგრამ, შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, აზერბაიჯანის მხარემ დაკავებულები, ისევე როგორც მათი ბედი, ვინც მთიან ყარაბაღში დარჩენას გადაწყვეტს, გარკვეული ვაჭრობის საგნად გამოიყენოს.

- იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აზერბაიჯანმა პარტნიორების დახმარებით შეძლო, ახლა ამაზე ბევრს საუბრობენ. განსაკუთრებით თურქეთსა და რუსეთზე, ასევე ირანზე.

ირანზე მერე ვისაუბროთ. თქვენი აზრით, ამ პროცესში რა როლი შეასრულეს თურქეთმა და რუსეთმა?

- მე ამ ქვეყნებს აუცილებლად დავამატებდი ისრაელს, რომელიც არ ჩანს. ისრაელს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს აზერბაიჯანთან. ისრაელი ხელმძღვანელობს პრინციპით - ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია.

ისრაელმა იცის, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის სერიოზული დაპირისპირებაა, ამიტომ, ისრაელი ღიად არა, მაგრამ, სამხედრო აღჭურვილობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა აზერბაიჯანს. ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის გამოთქმით - „ისრაელისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არის აისბერგი, რომლის ძირითადი ნაწილი წყალქვეშაა.“

- ყარაბაღის ისტორიაში ძირითადი ტვირთი მაინც თურქეთსა და რუსეთზე იყო?

- დიახ. თურქეთ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე ორივე ქვეყნის, განსაკუთრებით აზერბაიჯანულის ხედვა ასეთია - ერთი ხალხი ორი სახელმწიფო. ეს მიდგომა თურქეთში გარკვეულ წილად პოპულარულია. თურქეთის აქვს ამბიციები, რომ იყოს თურქულენოვანი მოდგმის ხალხების ლიდერი. ამ თვალსაზრისით, მისთვის ყველაზე ახლო ქვეყანაა აზერბაიჯანი. მრავალი ფაქტორია, რაც ხელს უწყობს თურქეთ-აზერბაიჯანის დაახლოებას.

ის, რაც მოხდა, ყარაბაღის პრობლემის ისე მოგვარება, როგორც მოხდა, ნაწილობრივ თურქეთის გამარჯვებაც არის

იმისათვის, რომ აზერბაიჯანს პრობლემები არ ჰქონდა სომხეთთან, ამაში თურქეთს უნდა შეესრულებინა გარკვეული, როლი, მაგრამ, თურქულ-სომხური ქიშპის ისტორია წლებს ითვლის და ტრადიციადაა ქცეული.

უკანასკნელ პერიოდში სომხეთი თითქოს დათმობებზე წავიდა თურქეთთან მიმართებაში, მაგრამ, რეალობა ისაა, რომ თურქეთისთვის აზერბაიჯანთან შედარებით სომხეთი მეორადია.

ის, რაც მოხდა, ყარაბაღის პრობლემის ისე მოგვარება, როგორც მოხდა, ნაწილობრივ თურქეთის გამარჯვებაც არის.

- რაც შეეხება რუსეთს. ვხედავთ, რომ სომხეთში აშკარად ანტირუსული განწყობებია საგრძნობლად მომატებული. ყარაბაღის საკითხში რა როლი ითამაშა რუსეთმა და რატომ?

- რუსეთის ქმედებების ლოგიკის გაგება საკმაოდ რთულია. რუსეთმა უკრაინაში ირაციონალური ომი წამოიწყო, რის გამოც გაირიყა დანარჩენი მსოფლიოსგან. თუ 2020 წლის ომის დროს რუსეთის პოზიცია იყო ასეთი, - ვაღიარებ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, სომხეთს მე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევ დახმარებას, თუ საომარი მოქმედებები იწარმოებს სომხეთის ტერიტორიაზე. აქ სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი გასაგებია.

გაუგებარი ის, რომ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც მთიან ყარაბაღში იდგნენ, მათ შეთანხმების მიხედვით ევალებოდათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. რუსეთმა არაფერი არ მოიმოქმედა იმისათვის, რომ არ დაეშვა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კატასტროფა. ახლა ვხედავთ, რომ მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა ნაკადი გადადის სომხეთში.

რუსი სამშვიდობოები, რომლებიც მთიან ყარაბაღში იდგნენ, მათ შეთანხმების მიხედვით ევალებოდათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. რუსეთმა არაფერი არ მოიმოქმედა იმისათვის, რომ არ დაეშვა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კატასტროფა. ახლა ვხედავთ, რომ მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა ნაკადი გადადის სომხეთში

რუსეთს უნდა, რომ აზერბაიჯანი იყოს მისი საიმედო პარტნიორი. რუსეთს სომხეთი პრაქტიკულად დაშანტაჟებული ჰყავს და უნდა რომ რუსეთი მუდმივად მასზე იყოს დამოკიდებული. თუმცა, დღეს სომხეთში ისეთი ვითარებაა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, გაძლიერებულია ანტირუსული განწყობები.

რაც შორსმიმავალ პერსპექტივაში შეიძლება დავინახოთ, მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს არის ზანგეზურის კორიდორის პროექტის განხორციელება. რუსეთმა, თავიდან თითქოს დაითანხმა ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, რადგან სომხეთისთვის მისი ამოქმედება მომგებიანი იქნებოდა, რადგან აზერბაიჯანი რკინიგზით დაუკავშირდებოდა რუსეთს.

მუდმივად მასზე იყოს დამოკიდებული. თუმცა, დღეს სომხეთში ისეთი ვითარებაა და რუსეთს სომხეთი პრაქტიკულად დაშანტაჟებული ჰყავს და უნდა რომ რუსეთი ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, გაძლიერებულია ანტირუსული განწყობები

სომხეთისთვის ეს ეკონომიკური მონაგარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური შედეგი. აზერბაიჯანი დაუკავშირდებოდა თავის ექსკლავს ნახჭევანს და თურქეთსაც.

ამ დერეფანზე მოგვიწევს საუბარი როცა ირანის თემას შევეხებით, მაგრამ, სომხეთი ზანგეზურის დერეფნის გახსნას დათანხმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული სამხედრო კონტინგენტი გააკონტროლებდა ამ კორიდორს. ერევანი ამ კორიდორის ან თურქეთის, ან აზერბაიჯანის კონტროლზე არ დათანხმდებოდა. არა გამორიცხული ზანგეზურის კორიდორის კონტროლის პროექტი რუსეთმა წინ წამოწიოს. ახლა გამორიცხულია, რომ სომხეთი ამ კორიდორზე აზერბაიჯანის, ან თურქეთის კონტროლს დათანხმდეს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იქნება სომხეთის სასაზღვრო ზოლის ოკუპირება იქნება. ამიტომ ახლა რუსეთი პრივილეგირებულ პოზიციაში რჩება.

ახლა გამორიცხულია, რომ სომხეთი ამ კორიდორზე აზერბაიჯანის, ან თურქეთის კონტროლს დათანხმდეს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იქნება სომხეთის სასაზღვრო ზოლის ოკუპირება იქნება. ამიტომ ახლა რუსეთი პრივილეგირებულ პოზიციაში რჩება

მაგრამ, დღეს სომხეთისთვის, ჩემი აზრით ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლება მიუღებელია. სომხეთის პოზიცია უნდა იყოს ის, რომ - არ გაიხსნას ზანგეზურის კორიდორი, მით უმეტეს რუსეთის კონტროლს ქვეშ, რადგან რუსეთი დღეს არის აზერბაიჯანის პარტნიორი და არა სომხეთის.

- ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ისტორიის დასრულების შემდეგ, თქვენი აზრით სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა პოზიციები გაიმაგრა, თუ პირიქით?

- რუსეთი ხშირად აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასია მისთვის ახლო საზღვარგარეთია, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იგი იმდენადაა გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას დღეს სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს.

- ვითარებაში, როცა თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას ისეთი ტრაექტორია აქვს აკრეფილი, გაუგებარია, რატომ სურდა, ან ახლ სურს რუსეთს ზანგეზური კორიდორის გაკონტროლება? რა მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვის ამ ქვეყნებს შორის რამდენი ტვირთი იმოძრავებს?

- თუ რუსეთი ზანგეზურის კორიდორს გააკონტროლებს, ის გააკონტროლებს თურქეთსა და აზერბაიჯანის კავშირს, გააკონტროლებს სომხეთის სამხრეთის საზღვარს, ნაწილობრივ გააკონტროლებს აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარს. ამ თვალსაზრისით მას აზერბაიჯანში გარკვეული პოზიციები გაუმყარდებოდა.

ამიტომაა რუსეთი დაინტერესებული გააკონტროლოს ზანგეზური კორიდორი.

თუ რუსეთი ზანგეზურის კორიდორს გააკონტროლებს, ის გააკონტროლებს თურქეთსა და აზერბაიჯანის კავშირს, გააკონტროლებს სომხეთის სამხრეთის საზღვარს, ნაწილობრივ გააკონტროლებს აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარს. ამ თვალსაზრისით მას აზერბაიჯანში გარკვეული პოზიციები გაუმყარდებოდა. ამიტომაა რუსეთი დაინტერესებული გააკონტროლოს ზანგეზური კორიდორი

- ირანი აცხადებდა, რომ სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე სხვა ქვეყნების კონტროლს არ დაუშვებდა. უკრაინაში ომის მიუხედავად ამას წინათ თეირანს რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ სტუმრობდა.

ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის საკითხი როგორ გადაწყდება?

- ძალიან რთულია საბოლოოდ ზანგეზურის კონტროლთან დაკავშირებით რა სურათს მივიღებთ. რეალურად უცნობია რაზე შეთანხმდნენ მხარეები ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით. ინფორმაცია დახურულია, მაგრამ, ფაქტია, რომ ახლა რუსეთი ირანთან უფრო მთხოვნელის პოზიციაში იყო.

ახლა რუსეთის მდგომარეობა სახარბიელო რომ არ არის ისიც მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის საწარმოებლად იარაღს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სთხოვს. ამ ქვეყნებს აქვთ სამხედრო იარაღი, მაგრამ, სამხედრო ტექნოლოგიების თვალსაზრისით ეს ქვეყნები ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილად არ გადიან.

უმნიშვნელოვანესი მომენტია ის, რომ ირანი სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის აღიარებდა რუსეთის დომინირებად პოზიციას. თეირანს არ აწყობდა სამხრეთ კავკასიაში არც დასავლეთის და არც თურქეთის დომინირება. იგი ვერ იქნებოდა რეგიონში არც დასავლეთისა და არც თურქეთის თანაბარი მეტოქე. ირანს სამხრეთ კავკასიაში ურჩევნოდა რუსეთის დომინირება. თავის დროზე საუბარი იყოს მოსკოვი-ერევანი-თეირანის ღერძზე. თუმცა, არ გამართლდა ამ ღერძის გაძლიერების მოლოდინები.

ირანს სამხრეთ კავკასიაში ურჩევნოდა რუსეთის დომინირება. თავის დროზე საუბარი იყოს მოსკოვი-ერევანი-თეირანის ღერძზე. თუმცა, არ გამართლდა ამ ღერძის გაძლიერების მოლოდინები

უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის წინააღმდეგობრივი, ხშირ შემთხვევაში მტრული დამოკიდებულებაა. ამ ქვეყნებს შორის ბევრი პრობლემაა. უპირველესი გახლავთ ის, რომ აზერბაიჯანს ირანთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს. პრეტენზიები აქვს „ირანის აზერბაიჯანზე“.

ტრადიციულად აზერბაიჯანი ეწოდებოდა ირანის ტერიტორიაზე არსებულ ტერიტორიებს და არა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტერიტორიებს. აზერბაიჯანს ეს სახელი მე-19 საუკუნის მიწურულს ეწოდა და გაჩნდა ტერმინი, საუბარია სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტერიტორიებზე. მანამდე ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს არ უწოდებდნენ.

აზერბაიჯანსა ირანს შორის ბევრი პრობლემაა. მათ შორის კასპიის ზღვის გაყოფის თემა. ამ საკითხში ირანი ეწინააღმდეგება როგორც რუსეთს, ისე აზერბაიჯანს, ასევე ყაზახეთსა და თურქმენეთს. ოთხმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ირანის პარლამენტს არ მოუხდენია მისი რატიფიკაცია.

აზერბაიჯანსა ირანს შორის ბევრი პრობლემაა. მათ შორის კასპიის ზღვის გაყოფის თემა. ამ საკითხში ირანი ეწინააღმდეგება როგორც რუსეთს, ისე აზერბაიჯანს, ასევე ყაზახეთსა და თურქმენეთს. ოთხმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ირანის პარლამენტს არ მოუხდენია მისი რატიფიკაცია

აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიები თითქოს მიჩქმალულია ირანის მხრიდან. ადრე ამ თემაზე 90-იან წლებში აზერბაიჯანი საუბრობდა და ამბობდა, რომ არ უნდა არსებობდეს ორი აზერბაიჯანი და ირანის აზერბაიჯანი უნდა შეუერთდეს აზერბაიჯანს. ამ მიმართულებით პროპაგანდა მინელებულია.

ირანი ტერიტორიების თვალსაზრისით დაკმაყოფილებული ქვეყანაა და აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მთლიანი ყარაბაღის ჩათვლით. ოღონდ მოითხოვს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის უფლებები სრულად იყოს დაცული.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, 2020 წლის 44 დღიანი მის შემდეგი ირანისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა. საქმე ისაა, ირანი სავაჭრო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის იმ ნაწილს, რომელიც ირანს ესაზღვრება. ამ საზღვრით ადვილი იყო მიმოსვლა და ეს ირანს მოგებას აძლევდა. ირანმა პროტესტი გამოთქვა მისთვის სატრანსპორტო გზების ჩაკეტვის გამო, კუნთების დემონსტრირებამდეც მივიდა საქმე. საბოლოო ჯამში ეს პროცესი გაჩერდა.

იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ირანთან ვალშია, იგულისხმება ირანის მიერ აზერბაიჯანის ნახჭევანის ექსკლავისთვის ირანული გაზის მიწოდება. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ირანის გზით უკავშირდება აზერბაიჯანი ნახჭევანს.

ზანგეზურის კორიდორი გინდა რუსმა გაკონტროლოს, გინდა სხვამ გააკონტროლოს, ირანს ნახჭევანთან დამაკავშირებელ პრივილეგიას არ კარგავს. ჯერჯერობით, არსებული სიტუაცია მაინც ირანის სასარგებლოდ რჩება და საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ასე იქნება. ანუ ირანი ნახჭევანისთვის გაზის ერთადერთ მიმწოდებლად დარჩება.

ზანგეზურის კორიდორი გინდა რუსმა გაკონტროლოს, გინდა სხვამ გააკონტროლოს, ირანს ნახჭევანთან დამაკავშირებელ პრივილეგიას არ კარგავს. ჯერჯერობით, არსებული სიტუაცია მაინც ირანის სასარგებლოდ რჩება და საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ასე იქნება. ანუ ირანი ნახჭევანისთვის გაზის ერთადერთ მიმწოდებლად დარჩება

ახალი განშტოების აშენება დიდ თანხებს და დროს მოითხოვს. ამიტომ ამ თვალსაზრისით იქნება ირანზე დამოკიდებული და გარკვეულ წილად თავშეკავებული.

- ამერიკის 90 სენატორი სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვს სანქციები დაუწესდეს აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ვრცელდება ცნობები, რომ ამ სენატორების აზრს იზიარებს გერმანია, რომელსაც ამ თემაზე ევროკავშირის ქვეყნებში აქვს დაწყებული მუშაობა. გითხართ სიმართლე, ვითარებაში, როცა აზერბაიჯანი ევროპის რიგ ქვეყნებს აწვდის ენერგომატარებლებს, არა მგონია ეს საუბრები სერიოზული იყოს....

- აზერბაიჯანს შეზღუდული სანქციები შეიარაღების მიწოდებაზე, ევროპიდან, ან ამერიკიდან ისედაც დაწესებული ჰქონდა.

შეიძლება სანქციებზე იხმაურონ, მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე რომელიც არსებობს, არა მგონია აზერბაიჯანს სერიოზული სანქციები დაუწესონ. ბოლო წლებში აზერბაიჯანული ენერგომატარებლები ევროპისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, არა მგონია ეს მოხდეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო