შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს - ნახეთ კადრები! ვერაფერს ხედავთ საეჭვოს?!

თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს - ნახეთ კადრები! ვერაფერს ხედავთ საეჭვოს?! - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ბიუროს სხდომაზე “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებას და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებას ცხარე კამათი მოჰყვა, რაზეც პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ “თუ არ სურთ, ვერაფერს დაინახავენ“.

„ყველა თქვენი არგუმენტი შეგიძლიათ კომიტეტზე წარმოადგინოთ და გქონდეთ ცხარე კამათი, როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის პლენარული სხდომის დროს.

ყველა, ვინც ამ ქვეყნის არევას ცდილობს, ერთადერთი რასაც ემსახურება, ემსახურება რუსეთის ინტერესს - წერტილი! თუ ამაზე ვთანხმდებით, ყველა ჩვენი თუ სხვისი ქმედება ამ პერსპექტივიდან შევაფასოთ. შესაბამისად, ბიურო შეთანხმდა, რომ საქართველოში არეულობის მცდელობა არის მხოლოდ რუსეთის ინტერესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო