კახა კალაძე - საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2012 წლამდე დემოკრატიის მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მთელი ქვეყნის გაერთიანება შეძლო.

„ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი წლები. მინდა, შედარება გავაკეთო, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში - უმძიმესი მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, დემოკრატიული პროცესები ჩახშული იყო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება განადგურებული, მედია და ყველაფერი ერთი კაცის ხელში იყო. გვახსოვს ჩვენ ის პროცესები, როდესაც ტელევიზიაში შეცვივდნენ, პატარა ტელევიზიები დახურეს. ადამიანის უფლებები ყველანაირად ფეხქვეშ იყო გათელილი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო, გვახსოვს ყველას, როგორ ართმევდნენ ღამით სამ საათზე, დაბარებები და გადაფორმებებით, ციხეებში რა ხდებოდა, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს.

ზოგადად, საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით. გვახსოვს ყველას, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო ამ ადამიანმა, შემოიკრიბა გარშემო გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახით და შეძლო გამარჯვება. ეს მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი