თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას სიჩუანის რეგიონის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლი ჰუი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, განათლების, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.

თორნიკე რიჟვაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობების და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობის შესახებ.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში