მარნეულის მუნიციპალიტეტი „თბილისობის" სახალხო დღესასწაულს შეუერთდა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს, მარნეულის თვითმმართველობამ, მულტიკულტურული აქტივობა შესთავაზა და მუნიციპალიტეტის მრავალფეროვნება წარმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე წარმოდგენილი იყო მარნეულელი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა: არმენ ჰოვანესიანის თოჯინური სპექტაკლი, ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულინარიის მასტერკლასები, ღვინის კუთხე, რეწვის მასტერკლასი და მრავალეთნიკური ფოლკლორი.

ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის კუთხე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში