შალვა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციას კონსულტაციის გამართვისა და ევროკავშირის  რეკომენდაციების შესრულებაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციას უმრავლესობასთან კონსულტაციის გამართვისა და ამით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს.

საუბარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ არამოსამართლე წევრის ვაკანსიაზე, სადაც კანდიდატებად წარდგენილი არიან: - რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

მათი არჩევის საკითხი პარლამენტის კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში ასახულია.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, რაც ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა.

“ევროპულმა კომისიამ მოგვიწოდა დარჩენილი ორი ვაკანსიაც შევავსოთ. უკვე ნახევარი წელია, რაც ოთხი კანდიდატურა ჩვენს დღის წესრიგშია. არც ერთ ამ კანდიდატურაზე რაიმე ნეგატიური, ობიექტურად დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი მოსაზრება არ მომისმენია. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ თქვენი წვლილი შეიტანოთ რეკომენდაციების შესრულებაში“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა