პრეზიდენტის წარმომადგენელი - ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა - პრეზიდენტი დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში

ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია.

„რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი კანონის დაცვით მოქმედებს.

„პრეზიდენტის მხრიდან გვაქვს არამხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან საჯაროდ განაცხადა სრული ნდობა, რომ წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ვფიქრობ, ასევე იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ეს [საქმის განხილვაზე პრეზიდენტის არ დასწრება] არანაირად არ არის პრეზიდენტის მხრიდან უპატივცემულობის გამოხატულება, ეს ასე არ იქნეს განმარტებული, ასე განმარტავს პარლამენტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტი კანონის დაცვით მოქმედებს“,-აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პროცედურულ საკითხებზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, თუ რატომ ხარჯავენ აღნიშნულ საკითხზე ამდენ დროს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის